Sunday, July 28, 2013

პროექტი


პროექტის დასახელება:      „საქართველოს ბულბული“
პროექტის მონაწილეები:    მეათე კლასის მოსწავლეები
პრობლემა: მოსწავლეები ნაკლებად კითხულობენ არაპროგრამულ მასალას. არ იცნობენ ქართული მწერლობის კორიფეების პოეტურ და პროზაულ შედევრებს.
პროექტის მიზანი: შეძლებისდაგვარად გაეცნონ ახალი ქართული ენის ერთ–ერთი ფუძემდებლის, აკაკი წერეთის  ცხოვრებასა და შემოქმედებას. დაინტერესდნენ მისი ნაწარმოებებით, შეიყვარონ წიგნის კითხვა. განივითარონ ჯგუფური მუშაობის უნარ–ჩვევები.
პროექტის აქტუალობა: ამ სასწავლო პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები გაიაზრებენ, რომ „საქართველოს ბულბული“ ახალი ქართული ენის ერთ–ერთი ფუძემდებელია და აღეძრებათ მოტივაცია შეისწავლონ არა მხოლოდ აკაკი წერეთლის შემოქმედება, არამედ საერთოდ ახალი ქართული მწერლობა. ამ ინტერესს აღძრავს აკაკის ტკბილხმოვანი შემოქმედება.
ამოცანები, განხორციელების გზები, ეტაპები:
1.          მომზადდეს და ჩატარდეს ღონისძიება „საქართველოს ბულბული“;
2.          მოეწყოს ექსკურსია აკაკის მშობლიურ სოფლებში–სავანესა და          სხვიტორში.
3.          ღონისძიების მომზადება 20/04/13 – 20/05/13
4.          ღონისძიების ჩატარება 21/05/13
5.          ექსკურსიისთვის მზადება 10/06/13 – 11/06/13
6.          ექსკურსიის მოწყობა 12/06/13
7.          ჩატარებული მუშაობის შეჯამება, დისკზე ჩაწერა 15/06/13
ბიუჯეტი: აკაკი წერეთლის ნაწარმოებები, კომპიუტერი, პროექტორი, ციფრული აპარატი, საკანცელარიო ნივთები, მიკროავტობუსი, სურსათი.
შედეგი: მოსწავლეების დიდი ინტერესის გამოვლენა აკაკის პოეზიისა და საერთოდ ლიტერატურისადმი; აკაკი წერეთლის თანამოკალმეთა შემოქმედების შესწავლის მოტივაციის აღძვრა; კითხვის, აზროვნების, წერის, ისტ–ის გამოყენების უნარების განვითარება. ურთიერთთანამშრომლობის, კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესება.
პროექტის ხანგრძლივობა: 2 თვე.
პროექტის ხელმძღვანელი: სიუზი ფელიშვილი.
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: pelishvili@gmail.com


No comments:

Post a Comment