Saturday, July 27, 2013

თორნიკე ერისთავი 
(ინტეგრირებული გაკვეთილი)

გაკვეთილის თემა                         


თორნიკე ერისთავი/თორნიკეს გამოსვლა სამსჯავროზე
სწავლების საფეხური /კლასი          საბაზო საფეხური მე-7 კლასი
საგანი. მასწავლებლის სახელი და გვარიქართული ენა და ლიტერატურა. სიუზი ფელიშვილი
მოსწავლეთა პროფილი14 მოსწავლე. კლასში არ არის განსაკუთრებული მიდგომების, საჭიროებების მქონე მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობაწინაპართა გმირული საქმეების ცოდნა აუცილებელია მოზარდი თაობისთვის პატრიოტული აღზრდის მიზნით.
გაკვეთილის მიზანიტექსტის შესწავლა,მისი დაკავშირება ისტორიულ რეალობასთან.მოსწავლეებში მხატვრული კითხვის,ზეპირმეტყველებისა და წერის უნარების განვითარება;ტექსტის ინტერპრირების უნარის განვითარება;საპრეზენტაციო  უნარის ჩამოყალიბება,ინფორმაციის მოძიებისა და გამოყენების უნარების განვითარება;თანამშრომლობის უნარ-ჩვევების განმტკიცება.
შედეგები და ინდიკატორებიქართ.VII.7.მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება,მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა.
*ახასიათებს პერსონაჟს მისი გარეგნული ნიშნების,ქცევისა და მეტყველების მიხედვით.
ქართ.VII.8.მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეაფასოს ტექსტის შესაბამისობა კონკრეტულ მიზანსა და აუდიტორიასთან.
*ამოიცნობს ტექსტის მიზანს და აუდიტორიას.*მსჯელობს სათაურისა და ტექსტის ურთიერთმიმართებაზე.
ქართ.VII.10.მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.
*მოიძიებს საჭირო ინფორმაციას მისთვის საინტერესო თემებზე სხვადასხვა წყაროდან.
ქართ.VII.11.მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტების შექმნა სხვადასხვა მიზნით.
*წერს თხრობითი ხასიათის ტექსტებს.
ქართ.VII.13.მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის ორგანიზაციის წესებისა და ენობრივი ნორმების დაცვა.
*იცავს მართლწერისა და პუნქტუაციის წესებს.
წინასწარი ცოდნანაწარმოების ისტორიული ფონი,შესავალი,I-II თავების/’წვეულება,დარბაზის შეყრა/შინაარსი საზეპიროებით.
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტიაქტივობა I-საუბარი ისტორიული ფაქტის შესახებ,რომელიც პოემას დაედო საფუძვლად და გაკვეთილის მიზნის გაცნობა. 3წთ.
აქტივობა 2-ფრონტალური კითხვებით I,IIთავების გამოკითხვა.  4 წთ.
აქტივობა 3-III,IVთავების /თორნიკეს გამოსვლა სამსჯავროზე/ მხატვრული წაკითხვა. 8წთ.
აქტივობა 4-უცნობი სიტყვების განმარტებისათვის ორმხრივ ჩანაწერთა დღიურის გაკეთება. 5წთ.
აქტივობა 5-ტექსტის კვლავ წაკითხვა და ინტერპრეტაცია.საზეპიროების შერჩევა მოსწავლეთა სურვილით.      7 წთ.
აქტივობა 6- მონიტორზე მოსწავლეთა მიერ მოძიებული თორნიკეს საერო და სასულიერო ფოტოების,ქართველთა გმირული ბრძოლების ამსახველი ფოტოებისა და ათენის ნახევარკუნძულის ჩვენება,სადაც ათანასეს ლავრაში მივიდა თორნიკე იოანესთან.    3წთ.
აქტივობა7.-კითხვა-პასუხის მეთოდით ახალი მასალის განმტკიცება.  4წთ.
აქტივობა 8-ჯგუფური მუშაობა.3,2,1 სტრატეგიის გამოყენებით თემასთან მიმართებაში მოსწავლეთა ინტერესების,ინფორმაციის მოძიების  სურვილისა და მსჯელობისთვის სასურველი თემების გაგება. 10 წთ.
აქტივობა 9-საშინაო დავალება:,,თორნიკეს სიტყვა სამსჯავროზე“ 1წთ.
შეფასების საგანი და პროცედურებიგანმავითარებელი-კომენტარებით.
განმსაზღვრელი-ჩართულობით,ჯგუფური მუშაობით,პრეზენტაციით /წინასწარ მომზადებული რუბრიკის საშუალებით/
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსებისახელმძღვანელო,თაბახის ფურცლები,კალმები,კომპიუტერი,პროექტორი.

No comments:

Post a Comment