Sunday, April 21, 2013


პროექტის დასახელება:,,ვეფხისტყაოსანი,, ქართული ლიტერატურის ობოლი მარგალიტი
პროექტის მონაწილენი:

  • მე–10 კლასის ყველა მოსწავლე,
     მე–12 კლასიდან თამარ ფარეხელაშვილი, სერგი ლაფაჩი, თორნიკე გულიშვილი
     მე–8 კლასიდან ეკა ნაოჭაშვილი,
     მე–6 კლასიდან სერგო გაგიევი, მურმან გუგასიანი.
პრობლემა: მოსწავლეთა მნიშვნელოვან ნაწილს არ უყვარს წიგნების კითხვა, უჭირთ „ვეფხისტყაოსნის“ კითხვა–გაგება; არ იციან მრგვლოვანი დამწერლობა.
პროექტის მიზანი: განუვითარდეთ წერის, კითხვის, ტექსტის გაგების უნარები; განუმტკიცდეთ ჯგუფური მუშაობის უნარ–ჩვევები. /დაინტერესდნენ წიგნების კითხვით;  გაიცნონ და შეიყვარონ „ვეფხისტყაოსანი“ შეისწავლონ მრგვლოვანი/.
პროექტის აქტუალობა: მოზარდების ცხოვრებაში წიგნის ადგილი კომპიუტერმა დაიკავა. საჭიროა წიგნს სათანადო ადგილი ეჭიროს მათ ცხოვრებაში.
ამოცანები, განხორციელების გზები, ეტაპები:
1      მომზადდეს „ვეფხისტყაოსანი“ წიგნად და მოეწყოს მისი პრეზენტაცია.
2      ტექსტი გადაიწეროს მრგვლოვანით, ილუსტრირდეს, აიკინძოს.
3      ტექსტის გადაწერა: 1. 12. 12 – 1. 04. 13
4      ილუსტრირება:        1. 03. 13 – 15. 05. 13
5      აკინძვა, ყდის გაფორმება: 16.05.13–25.05.13
6      წიგნის პრეზენტაცია: 1. 06. 13
ბიუჯეტი: თაბახის ფურცლები, კალმები, ფერადი ფანქრები, საშლელები, საღებავები, ფუნჯები, ფერადი ძაფები, ფერადი ლენტები, მუყაო, წებო.
შედეგი 1. პროექტის მონაწილე მოსწავლეებს განუვითარდებათ ჯგუფური მუშაობის, წერის, ხატვის, ქარგვის, პრეზენტირების უნარ – ჩვევები.
2. წიგნის პრეზენტაციაზე სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეები გაეცნობიან მრგვლოვანით დაწერილ „ვეფხისტყაოსანს“, გაუჩნდებათ ინტერესი აღნიშნული წიგნის წაკითხვისა და მრგვლოვანი ანბანის სწავლისა.
პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე.
პროექტის ავტორი: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი- სიუზი ფელიშვილი
ავტორის ელ.ფოსტა:pelishvili@gmail.com