Sunday, July 28, 2013

პროექტი


პროექტის დასახელება:      „საქართველოს ბულბული“
პროექტის მონაწილეები:    მეათე კლასის მოსწავლეები
პრობლემა: მოსწავლეები ნაკლებად კითხულობენ არაპროგრამულ მასალას. არ იცნობენ ქართული მწერლობის კორიფეების პოეტურ და პროზაულ შედევრებს.
პროექტის მიზანი: შეძლებისდაგვარად გაეცნონ ახალი ქართული ენის ერთ–ერთი ფუძემდებლის, აკაკი წერეთის  ცხოვრებასა და შემოქმედებას. დაინტერესდნენ მისი ნაწარმოებებით, შეიყვარონ წიგნის კითხვა. განივითარონ ჯგუფური მუშაობის უნარ–ჩვევები.
პროექტის აქტუალობა: ამ სასწავლო პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები გაიაზრებენ, რომ „საქართველოს ბულბული“ ახალი ქართული ენის ერთ–ერთი ფუძემდებელია და აღეძრებათ მოტივაცია შეისწავლონ არა მხოლოდ აკაკი წერეთლის შემოქმედება, არამედ საერთოდ ახალი ქართული მწერლობა. ამ ინტერესს აღძრავს აკაკის ტკბილხმოვანი შემოქმედება.
ამოცანები, განხორციელების გზები, ეტაპები:
1.          მომზადდეს და ჩატარდეს ღონისძიება „საქართველოს ბულბული“;
2.          მოეწყოს ექსკურსია აკაკის მშობლიურ სოფლებში–სავანესა და          სხვიტორში.
3.          ღონისძიების მომზადება 20/04/13 – 20/05/13
4.          ღონისძიების ჩატარება 21/05/13
5.          ექსკურსიისთვის მზადება 10/06/13 – 11/06/13
6.          ექსკურსიის მოწყობა 12/06/13
7.          ჩატარებული მუშაობის შეჯამება, დისკზე ჩაწერა 15/06/13
ბიუჯეტი: აკაკი წერეთლის ნაწარმოებები, კომპიუტერი, პროექტორი, ციფრული აპარატი, საკანცელარიო ნივთები, მიკროავტობუსი, სურსათი.
შედეგი: მოსწავლეების დიდი ინტერესის გამოვლენა აკაკის პოეზიისა და საერთოდ ლიტერატურისადმი; აკაკი წერეთლის თანამოკალმეთა შემოქმედების შესწავლის მოტივაციის აღძვრა; კითხვის, აზროვნების, წერის, ისტ–ის გამოყენების უნარების განვითარება. ურთიერთთანამშრომლობის, კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესება.
პროექტის ხანგრძლივობა: 2 თვე.
პროექტის ხელმძღვანელი: სიუზი ფელიშვილი.
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: pelishvili@gmail.com


Saturday, July 27, 2013

თორნიკე ერისთავი 
(ინტეგრირებული გაკვეთილი)

გაკვეთილის თემა                         


თორნიკე ერისთავი/თორნიკეს გამოსვლა სამსჯავროზე
სწავლების საფეხური /კლასი          საბაზო საფეხური მე-7 კლასი
საგანი. მასწავლებლის სახელი და გვარიქართული ენა და ლიტერატურა. სიუზი ფელიშვილი
მოსწავლეთა პროფილი14 მოსწავლე. კლასში არ არის განსაკუთრებული მიდგომების, საჭიროებების მქონე მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობაწინაპართა გმირული საქმეების ცოდნა აუცილებელია მოზარდი თაობისთვის პატრიოტული აღზრდის მიზნით.
გაკვეთილის მიზანიტექსტის შესწავლა,მისი დაკავშირება ისტორიულ რეალობასთან.მოსწავლეებში მხატვრული კითხვის,ზეპირმეტყველებისა და წერის უნარების განვითარება;ტექსტის ინტერპრირების უნარის განვითარება;საპრეზენტაციო  უნარის ჩამოყალიბება,ინფორმაციის მოძიებისა და გამოყენების უნარების განვითარება;თანამშრომლობის უნარ-ჩვევების განმტკიცება.
შედეგები და ინდიკატორებიქართ.VII.7.მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება,მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა.
*ახასიათებს პერსონაჟს მისი გარეგნული ნიშნების,ქცევისა და მეტყველების მიხედვით.
ქართ.VII.8.მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეაფასოს ტექსტის შესაბამისობა კონკრეტულ მიზანსა და აუდიტორიასთან.
*ამოიცნობს ტექსტის მიზანს და აუდიტორიას.*მსჯელობს სათაურისა და ტექსტის ურთიერთმიმართებაზე.
ქართ.VII.10.მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.
*მოიძიებს საჭირო ინფორმაციას მისთვის საინტერესო თემებზე სხვადასხვა წყაროდან.
ქართ.VII.11.მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტების შექმნა სხვადასხვა მიზნით.
*წერს თხრობითი ხასიათის ტექსტებს.
ქართ.VII.13.მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის ორგანიზაციის წესებისა და ენობრივი ნორმების დაცვა.
*იცავს მართლწერისა და პუნქტუაციის წესებს.
წინასწარი ცოდნანაწარმოების ისტორიული ფონი,შესავალი,I-II თავების/’წვეულება,დარბაზის შეყრა/შინაარსი საზეპიროებით.
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტიაქტივობა I-საუბარი ისტორიული ფაქტის შესახებ,რომელიც პოემას დაედო საფუძვლად და გაკვეთილის მიზნის გაცნობა. 3წთ.
აქტივობა 2-ფრონტალური კითხვებით I,IIთავების გამოკითხვა.  4 წთ.
აქტივობა 3-III,IVთავების /თორნიკეს გამოსვლა სამსჯავროზე/ მხატვრული წაკითხვა. 8წთ.
აქტივობა 4-უცნობი სიტყვების განმარტებისათვის ორმხრივ ჩანაწერთა დღიურის გაკეთება. 5წთ.
აქტივობა 5-ტექსტის კვლავ წაკითხვა და ინტერპრეტაცია.საზეპიროების შერჩევა მოსწავლეთა სურვილით.      7 წთ.
აქტივობა 6- მონიტორზე მოსწავლეთა მიერ მოძიებული თორნიკეს საერო და სასულიერო ფოტოების,ქართველთა გმირული ბრძოლების ამსახველი ფოტოებისა და ათენის ნახევარკუნძულის ჩვენება,სადაც ათანასეს ლავრაში მივიდა თორნიკე იოანესთან.    3წთ.
აქტივობა7.-კითხვა-პასუხის მეთოდით ახალი მასალის განმტკიცება.  4წთ.
აქტივობა 8-ჯგუფური მუშაობა.3,2,1 სტრატეგიის გამოყენებით თემასთან მიმართებაში მოსწავლეთა ინტერესების,ინფორმაციის მოძიების  სურვილისა და მსჯელობისთვის სასურველი თემების გაგება. 10 წთ.
აქტივობა 9-საშინაო დავალება:,,თორნიკეს სიტყვა სამსჯავროზე“ 1წთ.
შეფასების საგანი და პროცედურებიგანმავითარებელი-კომენტარებით.
განმსაზღვრელი-ჩართულობით,ჯგუფური მუშაობით,პრეზენტაციით /წინასწარ მომზადებული რუბრიკის საშუალებით/
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსებისახელმძღვანელო,თაბახის ფურცლები,კალმები,კომპიუტერი,პროექტორი.

გიორგი მერჩულეს „ცხოვრებაი წმიდისა გრიგოლ
ხანძთელისაი"
                       ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა
ინტეგრირებული საგნები:               ქართული, გეოგრაფია, ისტორია.
 პედაგოგები:                                     სიუზი ფელიშვილი, ნინელი ბურდული, ინგა  
                                                             ფარეხელაშვილი.       
გაკვეთილის ხანგრძლივობა:         90 წთ.
სწავლების საფეხური და კლასი:    III საფეხური, X კლასი.
მოსწავლეთა რაოდენობა:                16.
სსს მოსწავლეთა რაოდენობა:           0.
გაკვეთილის თემა:                               გიორგი მერჩულეს „ცხოვრებაი წმიდისა გრიგოლ     
                                                                  ხანძთელისაი,,

გაკვეთილის სასწავლო მიზნები:
ქართული
შესწავლილი მასალის განმტკიცება, ტექსტობრივი მასალის ვიზუალური გაშუქება, სოციუმთან მუშაობის უნარ–ჩვევის განვითარება.
გეოგრაფია
ტაო – კლარჯეთის გეოგრაფიული დახასიათება. სხვისი აზრის მოსმენისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარ – ჩვევის განვითარება.
ისტორია
სამხრეთ–დასავლეთ საქართველოს ისტორიული მოვლენების გაცნობა მე–7 – მე–8 საუკუნეებში. მათი დაკავშირება ტექსტთან. საგანთაშორისი კავშირის დამყარების უნარ – ჩვევის დანმტკიცება.

ეროვენული სასწავლო გეგმით განსაზღვრული            
მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები:                             
ქართული
 ქართ. X. 1. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება საკლასო და სასკოლო დოსკუსიებში.
Ø     დისკუსიის დროს წარმოადგენს საკუთარ ან ჯგუფის საერთო პოზიციას.
ქართ. X. 4. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელთა ზეპირი მოხსენებების გაანალიზება და შეფასება.
Ø     მსჯელობს იმაზე, თუ რამდენად ეფექტური იყო მოხსენება, დამაჯერებელი იყო თუ არა იგი.
ქართ. X. 9. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოების გაანალიზება.
Ø     განსაზღვრავს ნაწარმოების ცენტრალურ იდეას/პრობლემატიკას;
Ø     მსჯელობს ავტორის მეტყველების თავისებურებაზე, მხატვრულ – გამომსახველობით ხერხებსა (ალუზია, ეპითეტი და სხვა) და მათს ფუნქციაზე ნაწარმოებში;
Ø     მოსწავლეს შეუძლია დაწეროს თხზულება სხვადასხვა მიზნით სხვადასხვა აუდიტორიისათვის. აუდიტორიას. შეარჩევს და იყენებს წყაროებს მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.
გეოგრაფია
გეოგრ.X.2.მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს ქვეყნების ადგილი მსოფლიოში რიგი სოციალური და ეკონომიკური პარამეტრების მიხედვით.
·         ჩამოთვლის და აჯგუფებს ქვეყნების განვითარების ხელშემშლელ და ხელშემწყობ ფაქტორებს (გეოგრაფიული მდებარეობა,სოციალური,ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორები); აანალიზებს აღნიშნული ფაქტორების გავლენას ქვეყნების განვითარებაზე და გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას.

ისტორია

ისტ.X.6. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს პირველადი და მეორადი წყაროები.
*მსჯელობს პირველად და მეორად წყაროებზე;
*განსაზღვრავს ისტორიული წყაროს შექმნის მიზანს–ავტორის მოტივაციას;
*ფლობს ინფორმაციას ისტორიული დოკუმენტის შექმნის თარიღისა და ადგილის შესახებ;
*განასხვავებს იმ ინფორმაციას,რომლის მოწოდებაც წყაროს ავტორის უპირველესი მიზანია,წყაროში არსებული ყველა სხვა ცნობისაგან (მაგ.გიორგი მერჩულეს ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში,, ავტორის მიზანია არაბების შემოსევებით გაპარტახებულ ტაო–კლარჯეთში გრიგოლის მიერ სამონასტრო მშენებლობის აღორძინების ჩვენება,მაგრამ ამავე დროს არის ცნობები VIII-IX  სს–ს სამხრეთ–დასავლეთ საქართველოს პოლიტიკური,სოციალური,ეკონომიკური,კულტურული ვითარების შესახებ.
      თანმიმდევრობა
აქტივობა I.   /ქართული/
წერით საშინაო დავალების შემოწმება. თემა: „ზეცისა კაცი და ქვეყანისა ანგელოზი“.
აქტივობა II.   /ქართული/
გაკვეთილის მიზნის გაცნობა და შესწავლილი მასალის შეჯამება.
აქტივობა III.   /გეოგრაფია/
ტაო–კლარჯეთის გეოგრაფიული დახასიათება /მინი ლექცია/ კითხვა–პასუხები.
აქტივობა IV.   /ქართული, გეოგრაფია/
ტაო–კლარჯეთის დახასიათება მოსწავლეთა მიერ ტექსტის ფრაგმენტებით. მონიტორზე ტაო–კლარჯეთის ბუნების ჩვენებასთან ერთად.
აქტივობა V.   /ისტორია/
სამხრეთ–დასავლეთ საქართველოს აოხრება არაბთა მიერ მე–7 – მე–8 საუკუნეებში /მინი ლექცია/. კითხვა – პასუხი.
აქტივობა VI.   /ქართული, ისტორია/
ისტორიულ მოვლენათა გამო ტაო–კლარჯეთში შექმნილ ვითარებასა და გრიგოლ ხანძთელის ღვაწლის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე მოსწავლეთა აზრის გამახვილება.
          აქტივობა VII. /ქართული/
მონიტორზე ოპიზის, ხანთის, შატბერდის, იშხნის მონასტრების ჩვენება და მათ შესახებ საუბარი, თანამედროვეობასთან დაკავშირება. საუბარი და ჩვენება ნეძვის, კვირიკეთის, უბისისა და არტანუჯის.
     აქტივობა VIII.   /ქართული, გეოგრაფია, ისტორია/
   3 , 2 , 1  სტრატეგიის გამოყენება.
   აქტივობა IX.   /ქართული/
მოსწავლეთა თითოეული ჯგუფი ამზადებს მოხსენებას: „როგორ ისხამს ხორცს სახარებისეული სახე–სიმბოლო ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებში“.
I ჯგუფი – „შუშანიკის წამება“ – „სძალი ქრისტესი“;
II ჯგუფი – „აბოს წამება“ – „სანთელი ზედა სასანთლესა“;
III ჯგუფი – „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ – „ტალანტის გამრავლება“.
აკეთებენ პრეზენტაციას.
აქტივობა X.    /ქართული/
დავალების მიცემა: ჩაატარონ კვლევა „გრიგოლ ხანძთელის ნაკვალევზე“, მოამზადონ საინფორმაციო ბროშურა.
შეფასება:
1.        ჩართულობა
2.        ჯგუფური მუშაობა
3.        პრეზენტაცია
4.        წერა      
განმსაზღვრელი, განმავითარებელი.
გამოყენებული რესურსები: სახელმძღვანელო, საწერი ქაღალდი, რვეულები,
                                              კალმები, კომპიუტერი, პროექტორი, ციფრული აპა–
                                              რატი,  ეპოქის შესაბამისი რუკები.




                    სიმღერებად ქცეული ლექსები(ინტეგრირებული გაკვეთილი)
ინტეგრირებული საგნები
მასწავლებლების სახელი,გვარი
ქართული ენა და ლიტერატურა,მუსიკა
სიუზი ფელიშვილი,ნელი ნონიკაშვილი
გაკვეთილის თემა
სიმღერებად ქცეული ლექსები

გაკვეთილის ტიპი
შემაჯამებელი

გაკვეთილის ხანგრძლივობა
90 წუთი
სწავლების საფეხური და კლასი
II საფეხური,VII ლასი

მოსწავლეთა რაოდენობა
                     14

სსს მოსწავლეთა რაოდენობა
                      0




          
          გაკვეთილის სასწავლო
   
          მიზნები
           
      ქართული
მოსწავლეებში მხატვრული კითხვის,კითხვარზე მუშაობის უნარ–ჩვევების განვითარება; ინფორმაციის მოძიებისა და პრეზენტაციის უნარ–ჩვევების გამომუშავება; პოეტური ნაწარმოების შექმნის უნარის ჩამოყალიბება; ტესტზე მუშაობის, ურთიერთშეფასებისა და თვითშეფასების უნარ–ჩვევის გამომუშავება; თანამშრომლობის უნარ–
ჩვევის განვითარება.

     მუსიკა
მუსიკალური სმენის განვითარება;მუსიკის თეორიის
 საკითხების სიმღერებთან დაკავშირების უნარ–ჩვევის გამომუშავება;
ჯგუფთან ერთად სიმღერის უნარ–ჩვევის განვითარება.


          ქართული

      






       ეროვნული საწავლო გეგმით
       განსაზღვრული მისაღწევი
       შედეგი/ინდიკატორები
     
ქართ.VII.3. მოსწავლეს შეუძლია სამეტყველო ქცევის
 შეცვლა საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.
*ლექსის ზეპირად კითხვის დროს ინტონაციის საშუალე–
ბით გადმოსცემს ნაწარმოებში ასახულ განწყობას და
 ტექსტის შინაარსის შესაბამისად ცვლის მეტყველების ტემპს, ხმის ტემბრსა და სიმაღლეს.
ქართ.VII.7.მოსწავლეს   შეუძლია სხვადასხვა სახის ტექს–
ტების გააზრება–გაანალიზება,მათ მიმართ საკუთარი
 დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა.
*ამოიცნობს წაკითხულ ტექსტში მთავარ აზრს (იდეას), განასხვავებს ფაქტებს შეფასებებისგან,გამოაქვს დასკვნები.
ქართ.VII.9. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის გაანალიზება
 სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედ– ვით.
*ამოიცნობს და განმარტავს სხვადასხვა ჟანრის ტექსტების მახასიათებლების დანიშნულებას (მაგ,.სტროფებად დაყო–
ფის ან რიტმის,რითმის და ბგერწერითი ეფექტების დანიშ–
ნულებას  ლექსში).
ქართ.VII.10. მოსწავლეს შეუძლია კითხვის  მიზნის შესაბა–
მისი სტრატეგიების გამოყენება.
*მოიძიებს საჭირო ინფორმაციას მისთვის საინტერესო თე–მებზე სხვადასხვა წყაროდან.
ქართ.VII.13.მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის
ორგანიზაციის წესებისა და ენობრივი ნორმების დაცვა.
*იცავს მართლწერისა და პუნქტუაციის წესებს.

      მუსიკა
მუს.VII.2. მოსწავლეს შეუძლია სიმღერა თანაკლასელებ–
თან ერთად.
*მღერის გუნდში ერთხმიან,ორხმიან და მარტივ სამხმიან სიმღერებს ხალხური და კლასიკური რეპერტუარიდან.
    
 
        წინასწარი ცოდნა
ქართულში:სახელმძღვანელოს შესაბამის თავში მოცემული ლექსები,რითმა,რიტმი.
მუსიკაში:თეორიული მასალა სიმღერების  შესახებ,სიმღე–
რა ჯგუფთან ერთად.



*   აქტივობა 1–ქართული
მოსწავლეებისთვის გაკვეთილის მიზნის გაცნობა (3 წთ).
*  აქტივობა 2–ქართული





გაკვეთილის მსვლელობა/
საკლასო მენეჯმენტი
ფრონტალური კითხვებით ტექსტებისა და თეორიული
მასალის ცოდნა–გაგების შემოწმება   (8წთ)
*  აქტივობა 3–ქართული
ლექსების ზეპირად გამომეტყველებით წაკითხვა  (12წთ)
*აქტივობა 4–ქართული
თითოეული ლექსის ავტორზე მოძიებული ინფორმაციის
 პრეზენტაცია (10 წთ)
*აქტივობა 5–ქართული
ჯგუფური მუშაობა ტექსტზე.პრეზენტაცია.
(არკვევენ ლექსების თემას,რითმის სახეს და სხვა.) 12 წთ.
*აქტივობა 6–ქართული
მოსწავლეები ქმნიან პატრიოტულ ლექსებს.აკეთებენ პრეზენტაციას(ჯგუფური მუშაობა). 12 წთ.
*აქტივობა 7–მუსიკა
მუსიკის თეორიის კითხვარზე მუშაობა.10 წთ
*აქტივობა 8–მუსიკა
მოსწავლეები ჯგუფურად მღერიან:,,სულიკოს,,  ,,საქარ–
თველოო ლამაზოს,,  ,,ბევრს არ დაგპირდები,,  ,,ბუზს არ აიფრენთ ,ქედებო!,,
მასწავლებელი ფორტეპიანოზე უკრავს.16 წთ
*აქტივობა 9–ისტ–ის გამოყენება
ისმენენ ,,სულიკოს,, ბათუმის აკადემიური გუნდის
 შესრულებით.
*აქტივობა 10–ქართული/მუსიკა
საშინაო დავალების მიცემა.


ქართულში:განმავითარებელი –კომენტარები                

     შეფასების საგანი და    
     პროცედურები
განმსაზღვრელი–ჩართულობით,ჯგუფური მუშაობით,
პრეზენტაციით.
მუსიკაში:განმავითარებელი–კომენტარებით.
განმსაზღვრელი–ჩართულობით,ჯგუფთან ერთად
სიმღერით.   
      
 სასწავლო მასალა და
ტექნიკური რესურსები
VII კლასის ქართულისა და მუსიკის სახელმძღვანელოები,
დაფა,ცარცი,საწერი ფურცლები,კალმები,ტესტი,კომპიუ–
ტერი,ფორტეპიანო.