Saturday, July 27, 2013

გიორგი მერჩულეს „ცხოვრებაი წმიდისა გრიგოლ
ხანძთელისაი"
                       ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა
ინტეგრირებული საგნები:               ქართული, გეოგრაფია, ისტორია.
 პედაგოგები:                                     სიუზი ფელიშვილი, ნინელი ბურდული, ინგა  
                                                             ფარეხელაშვილი.       
გაკვეთილის ხანგრძლივობა:         90 წთ.
სწავლების საფეხური და კლასი:    III საფეხური, X კლასი.
მოსწავლეთა რაოდენობა:                16.
სსს მოსწავლეთა რაოდენობა:           0.
გაკვეთილის თემა:                               გიორგი მერჩულეს „ცხოვრებაი წმიდისა გრიგოლ     
                                                                  ხანძთელისაი,,

გაკვეთილის სასწავლო მიზნები:
ქართული
შესწავლილი მასალის განმტკიცება, ტექსტობრივი მასალის ვიზუალური გაშუქება, სოციუმთან მუშაობის უნარ–ჩვევის განვითარება.
გეოგრაფია
ტაო – კლარჯეთის გეოგრაფიული დახასიათება. სხვისი აზრის მოსმენისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარ – ჩვევის განვითარება.
ისტორია
სამხრეთ–დასავლეთ საქართველოს ისტორიული მოვლენების გაცნობა მე–7 – მე–8 საუკუნეებში. მათი დაკავშირება ტექსტთან. საგანთაშორისი კავშირის დამყარების უნარ – ჩვევის დანმტკიცება.

ეროვენული სასწავლო გეგმით განსაზღვრული            
მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები:                             
ქართული
 ქართ. X. 1. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება საკლასო და სასკოლო დოსკუსიებში.
Ø     დისკუსიის დროს წარმოადგენს საკუთარ ან ჯგუფის საერთო პოზიციას.
ქართ. X. 4. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელთა ზეპირი მოხსენებების გაანალიზება და შეფასება.
Ø     მსჯელობს იმაზე, თუ რამდენად ეფექტური იყო მოხსენება, დამაჯერებელი იყო თუ არა იგი.
ქართ. X. 9. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოების გაანალიზება.
Ø     განსაზღვრავს ნაწარმოების ცენტრალურ იდეას/პრობლემატიკას;
Ø     მსჯელობს ავტორის მეტყველების თავისებურებაზე, მხატვრულ – გამომსახველობით ხერხებსა (ალუზია, ეპითეტი და სხვა) და მათს ფუნქციაზე ნაწარმოებში;
Ø     მოსწავლეს შეუძლია დაწეროს თხზულება სხვადასხვა მიზნით სხვადასხვა აუდიტორიისათვის. აუდიტორიას. შეარჩევს და იყენებს წყაროებს მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.
გეოგრაფია
გეოგრ.X.2.მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს ქვეყნების ადგილი მსოფლიოში რიგი სოციალური და ეკონომიკური პარამეტრების მიხედვით.
·         ჩამოთვლის და აჯგუფებს ქვეყნების განვითარების ხელშემშლელ და ხელშემწყობ ფაქტორებს (გეოგრაფიული მდებარეობა,სოციალური,ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორები); აანალიზებს აღნიშნული ფაქტორების გავლენას ქვეყნების განვითარებაზე და გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას.

ისტორია

ისტ.X.6. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს პირველადი და მეორადი წყაროები.
*მსჯელობს პირველად და მეორად წყაროებზე;
*განსაზღვრავს ისტორიული წყაროს შექმნის მიზანს–ავტორის მოტივაციას;
*ფლობს ინფორმაციას ისტორიული დოკუმენტის შექმნის თარიღისა და ადგილის შესახებ;
*განასხვავებს იმ ინფორმაციას,რომლის მოწოდებაც წყაროს ავტორის უპირველესი მიზანია,წყაროში არსებული ყველა სხვა ცნობისაგან (მაგ.გიორგი მერჩულეს ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში,, ავტორის მიზანია არაბების შემოსევებით გაპარტახებულ ტაო–კლარჯეთში გრიგოლის მიერ სამონასტრო მშენებლობის აღორძინების ჩვენება,მაგრამ ამავე დროს არის ცნობები VIII-IX  სს–ს სამხრეთ–დასავლეთ საქართველოს პოლიტიკური,სოციალური,ეკონომიკური,კულტურული ვითარების შესახებ.
      თანმიმდევრობა
აქტივობა I.   /ქართული/
წერით საშინაო დავალების შემოწმება. თემა: „ზეცისა კაცი და ქვეყანისა ანგელოზი“.
აქტივობა II.   /ქართული/
გაკვეთილის მიზნის გაცნობა და შესწავლილი მასალის შეჯამება.
აქტივობა III.   /გეოგრაფია/
ტაო–კლარჯეთის გეოგრაფიული დახასიათება /მინი ლექცია/ კითხვა–პასუხები.
აქტივობა IV.   /ქართული, გეოგრაფია/
ტაო–კლარჯეთის დახასიათება მოსწავლეთა მიერ ტექსტის ფრაგმენტებით. მონიტორზე ტაო–კლარჯეთის ბუნების ჩვენებასთან ერთად.
აქტივობა V.   /ისტორია/
სამხრეთ–დასავლეთ საქართველოს აოხრება არაბთა მიერ მე–7 – მე–8 საუკუნეებში /მინი ლექცია/. კითხვა – პასუხი.
აქტივობა VI.   /ქართული, ისტორია/
ისტორიულ მოვლენათა გამო ტაო–კლარჯეთში შექმნილ ვითარებასა და გრიგოლ ხანძთელის ღვაწლის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე მოსწავლეთა აზრის გამახვილება.
          აქტივობა VII. /ქართული/
მონიტორზე ოპიზის, ხანთის, შატბერდის, იშხნის მონასტრების ჩვენება და მათ შესახებ საუბარი, თანამედროვეობასთან დაკავშირება. საუბარი და ჩვენება ნეძვის, კვირიკეთის, უბისისა და არტანუჯის.
     აქტივობა VIII.   /ქართული, გეოგრაფია, ისტორია/
   3 , 2 , 1  სტრატეგიის გამოყენება.
   აქტივობა IX.   /ქართული/
მოსწავლეთა თითოეული ჯგუფი ამზადებს მოხსენებას: „როგორ ისხამს ხორცს სახარებისეული სახე–სიმბოლო ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებში“.
I ჯგუფი – „შუშანიკის წამება“ – „სძალი ქრისტესი“;
II ჯგუფი – „აბოს წამება“ – „სანთელი ზედა სასანთლესა“;
III ჯგუფი – „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ – „ტალანტის გამრავლება“.
აკეთებენ პრეზენტაციას.
აქტივობა X.    /ქართული/
დავალების მიცემა: ჩაატარონ კვლევა „გრიგოლ ხანძთელის ნაკვალევზე“, მოამზადონ საინფორმაციო ბროშურა.
შეფასება:
1.        ჩართულობა
2.        ჯგუფური მუშაობა
3.        პრეზენტაცია
4.        წერა      
განმსაზღვრელი, განმავითარებელი.
გამოყენებული რესურსები: სახელმძღვანელო, საწერი ქაღალდი, რვეულები,
                                              კალმები, კომპიუტერი, პროექტორი, ციფრული აპა–
                                              რატი,  ეპოქის შესაბამისი რუკები.




No comments:

Post a Comment