"კაცია–ადამიანი?!" (პროექტგაკვეთლი)
პროექტის დასახელება: ,,კაცია–ადამიანის?!,, პერსონაჟები და არჩიმბოლდოს ხელოვნება
პროექტის მონაწილეები:
მეშვიდე კლასის მოსწავლეები
პრობლემა: მოსწავლეებს უჭირთ ლუარსაბისა და დარეჯანის შინაგანი ბუნებისა და გარეგნობის გამთლიანებული აღქმა.
პროექტის მიზანი: განუვითარდეთ მხატვრული პერსონაჟების ხასიათის
გადმოცემა ხელოვნების ნიმუშებით/ხატვა,ძერწვა და სხვა/.
განუმტკიცდეთ წყვილებში მუშაობის უნარ–ჩვევები;
გაიცნონ და გაანალიზონ ,,კაცია–ადამიანის?!,, მთავარი
პერსონაჟების ხასიათი, თვისებები.
ამოცანები,განხორციელების გზები,ეტაპები:
1.ხილ–ბოსტნეულის გამოყენებით შექმნან ლუარსაბისა
და დარეჯანის პორტრეტები და მოაწყონ პრეზენტაცია.
2.მოსწავლეთა წყვილებმა დაინაწილონ ფუნქციები,შეაგ–
როვონ გამოსადეგი რესურსები და შეთანხმებულად
იმუშაონ.
3.ფუნქციების დანაწილება, მასალის შეგროვება–4.03.13
პორტრეტების შექმნა და პრეზენტაცია –5.03.13
ბიუჯეტი: სხვადასხვა სახის ხილ–ბოსტნეული, მუყაო, ნემსი, ძაფი,
მაკრატელი, კალამი.
შედეგი: პროექტის მონაწილე მოსწავლეებს განუვითარდებათ
წარმოსახვის უნარი,პორტრეტების შექმნის,წყვილური
მუშაობის,პრეზენტაციის უნარ–ჩვევები.
დაწყებითი კლასების მოსწავლეებსაც მსგავსი მუშაო–
ბის სურვილი გაუჩნდებათ.
პროექტის ხანგრძლივობა: 2 დღე.
პროექტის ავტორი: ქართულის მასწავლებელი–სიუზი ფელიშვილი
ავტორის ელ.ფოსტა: pelishvili@gmail.com
No comments:
Post a Comment